ახალი ამბები

ახმეტაში გოგიტა სამუკაშვილმა სახლის სახურავზე რუსეთის დროშა აღმართა – ექსკლუზივი (VIDEO)

ახმეტელმა გოგიტა სამუკაშვილმა, სახლის სახურავზე რუსეთის დროშა აღმართა. თუმცა, ,,kakhetinews.ge – ს სანდო წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროშის ჩამოღება გუშინ გვიან საღამოს მოსთხოვა. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბექა ბაიდაური, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს: ,,პირველად თქვენგან მესმის ეს ამბავი, არვიცი ვინ არის ეს ადამიანი და არც ის ვიცი ჩამოახსნევინეს თყ არა დროშა”.