ახალი ამბები

ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა ადგილობრივ მედიასთან მედია კაფე თელავში (VIDEO)

მედია კაფე თელავში, ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის  დირექტორის, ელენე გოცაძეს თქმით,  შეხვედრის დროს საუბრის მთავარი თემა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარეობის პრიორიტეტები იყო.

,,შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობა და ის პრიორიტეტები, რასაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს. ჟურნალისტებს ასევე დეტალურად გავაცანით  ორივე კავშირის შექმნის მიზანი და საქმიანობები, ასევე ხაზი გაესვა ამ ორგანიზაციების გლობალურ მნიშვნელობას. შეხვედრაზე, ასევე დაისახა საინფორმაციო ცენტრის და მასმედიასთან თანამშრომლობის, აგრეთვე მათი სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის გეგმა.’’