ახალი ამბები

თელავში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

თელავში, გარემოვაჭრეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოვაჭრეთა განცხადებით, ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფი. ამ დროისთვის ქუჩაში ხმაურია.
შეგახსნებეთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებით, გარევაჭრობა 14 იანვრამდე იყო დაშვებული. 
ვრცელ მასალას kakhetinews.ge ცოტა ხანში შემოგთავაზებთ