სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს შეხვდა

სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა ვეტერანებს განუცხადა, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივია ამ ადამიანების წინაშე გამოსვლა. „ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს თავის სამხედრო ძალებს, არ არის ღირსი, მომავალი ჰქონდეს. მომავალი, დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენზე არის დამოკიდებული, თქვენს წარსულ ბრძოლებზე. ვიმედოვნებ, რომ არ დაგვჭირდება ახალი ბრძოლები. ეს ყველაფერი მაინც პრეზიდენტის ხელში იქნება და არ შეიძლება, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ძალიან კარგად იმის შეგნება, რას ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მისი მთლიანობის შენარჩუნება და აღდგენა.“ ეს, ჯერ კიდევ არის ჩვენი მიზანი, რომელიც ბოლომდე არ არის მიღწეული. მიზანი დარჩება იქამდე, სანამ ჩვენს მეხსიერებაში იქნება იმ ადამიანების ხსოვნა, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს სწორედ ამ ტერიტორიებისთვის. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვეტერანებს პრეზიდენტისადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლებათ.

Read more

სახელმწიფო გრანტების მონიტორინგისთვის მცირე გრანტები გამოცხადდა

სახელმწიფო გრანტების მონიტორინგისთვის მცირე გრანტები გამოცხადდა. საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში.

Read more

მედია ცენტრი კახეთი ახალგაზრდებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი (MCK), GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) პროექტის “რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით” ფარგლებში აცხადებს ესეების კონკურსს ახალგაზრდებისთვის თემაზე – ჩემი ქალაქი – ევროპული ქალაქი. 

Read more

სურსათის ეროვნული სააგანტო ვაკანსიას აცხადებს

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პროექტის განმახორციელებელი მენეჯერის თანამდებობაზე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი. 

Read more

1. ვაკანსია ექთან-ლაბორანტის პოზიციაზე

სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებს ვაკანსიას ექთან-ლაბორანტის პოზიციაზე. 

Read more